,,როგორც დიდი სახელმწიფოს ნამდვილი ლიდერი, თქვენ იღებთ გააზრებულ და რთულ გადაწყვეტილებებს”- ლუკაშენკო პუტინს დაბადების დღეს ულოცავს

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინს დაბადების დღეს ულოცავს. მისი თქმით, პუტინი გააზრებულ და რთულ გადაწყვეტილებებს იღებს, რათა უზრუნველყოთ რუსეთის ფედერაციის დამოუკიდებელი განვითარება

„გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა თქვენს იუბილესთან დაკავშირებით. როგორც დიდი სახელმწიფოს ნამდვილი ლიდერი, თქვენ იღებთ გააზრებულ და რთულ გადაწყვეტილებებს, რათა უზრუნველყოთ რუსეთის ფედერაციის დამოუკიდებელი განვითარება და რუსი ხალხის ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვა“, – აცხადებს ლუკაშენკო.

ლუკაშენკოს განცხადებით, აფასებს ღია და სანდო ურთიერთობებს რუსეთის პრეზიდენტთან და თანაბარ და ნაყოფიერ დიალოგს, რომელიც ემსახურება მოკავშირე ბელარუსული-რუსული კავშირების განმტკიცებას.

„ბოლო დროს ეს აშკარად გამოიხატა ჩვენი ქვეყნების უფრო მჭიდრო ინტეგრაციაში. დარწმუნებული ვარ, რომ მინსკი და მოსკოვი ერთად ადეკვატურად უპასუხებენ გლობალურ გამოწვევებს და მიაღწევენ სტრატეგიული პარტნიორობის ახალ დონეს. მთელი გულით გისურვებ, ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, ჯანმრთელობას, კონსტრუქციულ მიღწევებს რუსული სახელმწიფოს საკეთილდღეოდ და ხანგრძლივი წლების განმავლობაში მოსიყვარულე ოჯახისა და სანდო მეგობრების წრეში“, – ნათქვამია მილოცვის წერილში.

მსგავსი თემები