თურქეთი საქართველოს ნატო-ს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორებს გადასცემს

თურქულ მხარესთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, თავდაცვის ძალები ახალ, ნატო-ს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებენ. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„შეხვედრის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ კომპანია ASFAT-ს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზე თავდაცვის ძალებს ახალი მაღალი გამავლობის ჯავშანტრანსპორტიორები გადმოეცემა. ჯავშანტრანსპორტიორები მისი აღჭურვილობითა და ქვესისტემებით ნატო-ს სტანდარტების შესაბამისია.

საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვა აღნიშნული ჯავშანტრანსპორტიორებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები