რუსული მხარე უკრაინას მოლაპარაკებას სთავაზობს

რუსეთის რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო უკრაინელ კოლეგებს დაზავებას და მოლაპარაკებას სთავაზობს. როგორც მარტვიენკო აცხადებს,  დიდი ოცეულის ქვეყნების პარლამენტის სპიკერების სამიტი ერთ-ერთი გამოსავალია კრიზისი  მშვიდობით გადაილახოს.

მისივე შეფასებით, რუსეთმა უკრაინას მოლაპარაკება არაერთხელ შესთავაზა, თუმცა, უკრაინამ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად ვერ მიიღო.

„სამწუხაროდ, იმ დროს, უკრაინა, როგორც ჩანს, იმყოფებოდა გარე კონტროლის ქვეშ და შესაბამისად, უარი თქვა ამ შეთანხმებებზე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ  ჩვენ ვართ მოლაპარაკებების მომხრე, ჩვენ ვართ დიალოგის მომხრე, ჩვენ ვართ ამ კრიზისის მშვიდობიანი პოლიტიკური გადაწყვეტის მომხრე. მოდი, ვილაპარაკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან“, – ასეთია ვალენტინა მატვიენკოს გზავნილი.

 

მსგავსი თემები