მინისტრის განცხადებით, „ენკას“ დაბრუნებაზე მუშაობა მიმდინარეობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია „ენკასთან“  დიალოგის რეჟიმში იმყოფებიან და „ნამახვაჰნესის“ მშენებლობა სტრატეგიულ პროექტად რჩება.

ენკამ“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, მიმართა არბიტრაჟს, თუმცა ჩვენ დიალოგის რეჟიმში ვართ კომპანიასთან. გვაქვს მოლაპარაკებები, საუბარი სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება, შევიდეს არსებულ შეთანხმებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტია და უნდა განხორციელდეს. მინდა, გითხრათ, ჩვენთვის ნამახვანი რჩება სტრატეგიულ პროექტად და ამ ფორმატით, თუ სხვა ფორმატით, აუცილებლად განხორციელდება. უახლოეს ხანებში გვექნება დამატებითი ინფორმაცია მოლაპარაკების შედეგად“ – განაცხადა მინისტრმა პარლამენტში.

 

მსგავსი თემები