უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრ4ზიდენტი ადვოკატის ინფორმაციით, უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე იმსჯელა და გადაწყვეტილება გამოიტანა რომ ის უკრაინულ მხარეს უნდა გადაეცეს.

როგორც შალვა ხაჭაპურიძე განმარტავს, გადაცემის მიზეზი დროებითია, რადგანაც უნდა მოხდეს  მისი დაკითხვა, როგორც დაზარალებულია.

„უკრაინის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქართველოდან უკრაინაში გადაცემის შესახებ, სადაც ის უნდა დაიკითხოს დაზარალებულად. ,რამდენჯერმე გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს უკრაინის სასამართლო განიხილავდა საქართველოში სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. სწორი ინფორმაციაა, რომ უკრაინის სასამართლო განიხილავს და აღძრული აქვს საქმე თვითონ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. სააკაშვილი ამ საქმეზე ცნობილია დაზარალებულად, მისმა ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით და უკრაინის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქართველოდან უკრაინაში გადაცემის შესახებ, სადაც ის უნდა დაიკითხოს დაზარალებულად, უკრაინის იუსტიციის სასამართლო ამას გადაუგზავნის საქართველოს და მიიღებენ გადაწყვეტილებას გადასცემენ თუ არა მოწმის სახით სააკაშვილს”, – აღნიშნა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.

 

მსგავსი თემები