,,რუსეთმა დღეს დილით უკრაინას საჰაერო დარტყმა ბელარუსის ტერიტორიიდან მიაყენა”- უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის, ოლექსი გრომოვის განცხადებით, რუსეთმა დღეს დილით უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმა ბელარუსის ტერიტორიიდან განახორციელა.

ოლექსი გრომოვის ინფორმაციით, ბელარუსის მიმართულებიდან ავიაცია ბოლოს 28 აგვისტოს გამოიყენეს.

„დღეს დილით, აგრესორი ქვეყნის სტრატეგიული ავიაციის Ту-22М3 ტიპის ოთხმა თვითმფრინავმა ბელარუსის საჰაერო სივრციდან საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე“, – განაცხადა გრომოვმა.

 

 

მსგავსი თემები