,,ერთი წელია მიდის სიკვდილის საფრთხეზე საუბარი, ხალხსაც მოაბეზრეს თავი”- კობახიძე სააკაშვილზე

,,ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილის სიკვდილის და ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხეა, უკვე ერთი წელია ამაზე საუბარი მიდის და ხალხსაც მოაბეზრეს თავი,”- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, სახელმწიფოს და სასჯელაღსრულების სამინისტროს პასუხისმგებლობაა იზრუნოს პატიმრის ჯანმრთელობაზე, და ეს ზრუნვა გაგრძელდება.

,,ერთ წელიწადზე მეტია შესრულებული მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და იქიდან მოყოლებული ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ იმაზე, რომ არის რაღაც სიკვდილის საფრთხე, ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საქმე და ა.შ. ერთი წელია მიდის ამაზე საუბარი, ხალხსაც მოაბეზრეს თავი, არავითარი საფუძველი არ აქვს, შევიდა სახალხო დამცველი და დიაგნოზიც ვერ გამოიტანა ციხიდან, არის ცარიელი პოლიტიკური სპეკულაციები”, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები