,,ელჩზე პერსონალური თავდასხმები მე მახსოვს პირადად ნიკა გვარამიას მხრიდან”- გია ვოლსკი

„პერსონალური თავდასხმები კონკრეტული პოლიტიკური ლიდერებისგან მახსოვს, პირადად ნიკა გვარამიას მხრიდან, რომელიც კელი დეგნანის სახელმწიფოდან გაძევებას მოითხოვდა,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკი აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, უაღრესად შემაშფოთებელია კელი დეგნანსა და საელჩოზე თავდასხმები.

„პერსონალური თავდასხმები კონკრეტული პოლიტიკური ლიდერებისგან მახსოვს, პირადად ნიკა გვარამიას მხრიდან, რომელიც კელი დეგნანის სახელმწიფოდან გაძევებას მოითხოვდა. ეს იყო პიროვნული თავდასხმა. როცა გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მათ შორის შენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელთან, ეს არანაირად არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც პიროვნული თავდასხმა. უფრო სიღრმისეული ანალიზი მართებს იმ არგუმენტებს, რითაც ჩვენ შეიძლება საპირისპირო მოსაზრება გაგვაჩნდეს იმისგან, რასაც ქალბატონი ელჩი აცხადებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

,,ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო თავდასხმები ელჩ დეგნანსა და საელჩოზე”- ბონი ჯენკინსი

მსგავსი თემები