,,ეს კაცი არის საციხე, ქურდი” – ჩხუბი და დაპირისპირება ხარაგაულში

ჩხუბი და ხმაური ხარაგაულში, სოციალური მომსახურების სააგენტოში  – დაპირისპირება ადგილზე ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის ჩასვლას მოჰყვა.

ხაბეიშვილი ხარაგაულში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, დავით კიკნაძის ოჯახს სოციალური დახმარება დაუნიშნეს.  ხაბეიშვილი ამბობს, რომ კიკნაძეს 4 000-მდე ლარი აქვს შემოსავალი.

ადგილზე სიტუაცია მოქალაქეებსა და ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა. ისინი ერთმანეთს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

 

მსგავსი თემები