,,ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩამოყალიბებულია პოლიტიკურ ჯგუფები, რომელთა შორის „ჯახი“ გარდაუვალია”- გია ვოლსკი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩამოყალიბებულია პოლიტიკურ ჯგუფები, რომელთა შორის „ჯახი“ გარდაუვალია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მძიმე წარსულმა „ნაცმოძრაობა“ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.

„ფინანსური რესურსების მოზიდვაზე საუბარი, რომლის წყარო, ადამიანი ყველასთვის ცნობილია, საჯილდაო გახდა. არსებობს ასევე მათი წარსული, რომელიც სისხლიანი ლაქებით ხასიათდება. ხდება ამისგან გამიჯვნა, ისევე, როგორც გარკვეულ ჯგუფს უნდა რეპუტაციადაზიანებული სააკაშვილისგან გამიჯვნა, რათა მომავალში „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩეს. მათ რიგებში არის კიდევ ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის ორბიტაზე ტრიალს ამჯობინებს, მაგრამ ორივეს ფინანსები სჭირდება და როცა ასეთი ფაქტორები მოქმედებს, ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ჯახი გარდაუვალია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები