რუსეთმა ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილებში ნაწილობრივი მობილიზაცია დაიწყო

ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსებმა ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილებში ნაწილობრივი მობილიზაცია დაიწყეს.

გაიდაის ცნობით, სტარობილის რაიონში რუსები სამხედრო კომისრებთან ერთად ეზოებში დადიან და გამოძახებებს არიგებენ.

,,ყველას “ჩუქნიან” განურჩევლად, სტუდენტებს, ავადმყოფებს და მოხუცებს“, – აცხადებს გაიადაი და აღნიშნავს, რომ  იგივე სიტუაციაა კრემინნაიაშიც.

მსგავსი თემები