„პარამეტრები არის ზღვარზე, კოლაფსი გველოდება“ – მიხეილ სააკაშვილის უცხოელი ადვოკატი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი მასიმო დანჯელინო მესამე პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიასთან ვრცლად საუბრობს და აცხადებს, რომ ამის შემდეგ მოსალოდნელია მისი სიცოცხლის მოსპობა.

„პრეზიდენტმა სააკაშვილმა გუშინ, მას შემდეგ, რაც მის ოთახში პროკურატურის წარმომადგენლები შეიჭრნენ და სასამართლო სხდომის გამართვას შეეცადნენ, მაღალი წნევისა და შეტევის ფონზე გონება დაკარგა. გონების დაკარგვის ეპიზოდი არ არის პირველი. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს არაერთი ეპიზოდი, როცა მას გონების დაკარგვის შემთხვევები უფიქსირდება ძლიერი აღელვების და შოკური მდგომარეობის გამო, რაც გამოწვეული არის მოულოდნელი თავდასხმებით და სტუმრების ვიზიტებით მის ოთახში. ჩვენ დღეს შევძელით და სააკაშვილთან შევიდა ბატონი ლახანი, ამერიკელი ნერვოლოგი, რომელმაც მისი შეფასებით, ძალიან სავალალო და საგანგაშო სურათი დაინახა“ – აცხადებს ადვოკატი.

მისივე შეფასებით,  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დეგრადირებული.

„მას აქვს სასიცოცხლო საფრთხე თუკი მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების გაუმჯობესება არ დაიწყება. ბატონი პრეზიდენტი ვერ იღებს საკვებს. ეს არ არის პროტესტი, ეს არის მისი ფიზიკური მდგომარეობა. მას არ შეუძლია ორგანულად საკვების მიღება. მისი სასიცოცხლო პარამეტრები არის ზღვარზე, რის მერეც ჩვენ კოლაფსი გველოდება. კოლაფსში ვგულისხმობ მისი სიცოცხლის მოსპობას“, – განაცხადა მასიმო დანჯელინომ.

მსგავსი თემები