ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას სასამართლოში ჩივილით ემუქრება

ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ყველას სასამართლოში უჩივის, ვინც მასზე აუგად საუბრობს. მან არაერთხელ უჩივლა ყოფილ დედამთილს, თუმცა, დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, რომ ყოფილ დედამთილს სასამართლოში ისევ უჩივლებს.

ნელი დოროყაშვილის დღევანდელი გაღიზიანების მიზეზი ის სმს გზავნილები აღმოჩნდა, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ სასამართლოს წარუდგინა და რომელიც ნელი დოროყაშვილის მასთან მიმოწერას ეხება. როგორც დოროყაშვილი განმარტავს, მსგავსი მიმოწერა მას არ ახსენდება, ამიტომ სასამართლოს უნდა მიმართოს.

“სხვა მოლოდინი ამ ადამიანისგან არ მქონია. ეს ოჯახი ისევ აგრძელებს დისკრედიტაციას. ფაქტობრივად, რაც ხდებოდა ჩემი დისკრედიტაცია, დაკნინება, ფსიქოლოგიური წნეხი ამ ოჯახის მხრიდან ისევ გრძელდება. მეც მაქვს ტელეფონში მინაწერები ნატალია ნაჭყეპიასთან. მსგავსი მიმოწერები მე პირადად არ მახსენდება. ალბათ, დადგება ამის ავთენტურობის საკითხი. ასევე ადგილი ჰქონდა ცილისწამებას. ბევრ ნაწილში ჰქონდა ცილისწამებას ადგილი, მე მოვინიშნე ეს დეტალები და სარჩელს აუცილებლად მოვამზადებ.

ეს მინაწერები, სამწუხაროდ, არ მეცნო. მოვისმინე ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია. კიდევ ერთხელ გავმეორდები, სხვა მოლოდინები არ მქონდა, იმიტომ რომ მათ ეს პოზიციაა აქვთ, ორი წელია არ აღიარებენ ბრალს. ცილისწამებას რაც შეეხება, კონკრეტული ფაქტები მოვინიშნე და ქალბატონ ნატალიას აუცილებლად მოვთხოვ პასუხს“,- განაცხადა დოროყაშვილმა“.

შეგახსენებთ, რომ დოროყაშვილი სასამართლოში ნიკოლოზ ბასილიაშვილის ადვოკატს ირმა ჭკადუასაც უჩივის. რაც შეეხება დოროყავილის მიმართ საჩივარს, მას მოდელი თამო ვაშალომიძე პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივის და ასევე, გამორიცხული არ არის, დოროყაშვილის წინააღმდეგ ზალიკო ბერგერის სარჩელიც შევიდეს სასამართლოში.

„ქორწილში ნარსია რომ დავინახო, შეიძლება გადავხტე იქიდან და თავი მოვიკლა“ – ნელი დოროყაშვილი

მსგავსი თემები