ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ სასამართლოს ვიდეო წარუდგინა, სადაც ნელი დოროყაშვილი ბავშვს მასზე ცუდ სიტყვებს ალაპარაკებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა გამოიკითხა, რომელსაც ყოფილი რძალი ნელი დოროყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს.  ნატალია ნაჭყებიამ სასამართლოს ნელი დოროყაშვილის გზავნილები გააცნო, რომელიც საპირისპიროს ადასტურებს, რომ, დოროყაშვილი ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ბასილაშვილების ოჯახზე. ასევე, მან სასამართლოს წარუდგინა ვიდეო, სადაც ნელი დოროყაშვილი საკუთარ, მცირეწლოვან შვილს ბებიაზე ცუდს ალაპარაკებს.

„ბავშვი გამოყენებული იქნა იარაღად“ – აღნიშნა ნატალია ნაჭყეპიამ სასამართლოზე.

„ნიკა საქართველოში რომ ჩამოდიოდა, ჩვენთან რჩებოდა. ეს იყო ჩემთვის მანიშნებელი, რომ ისინი ერთად არ ცხოვრობდნენ. თუ არ ვცდები, 2016-2017 წელი იყო, ნიკამ მთხოვა, ადვოკატი მომეძებნა. ნელი დოროყაშვილის ძმა გახდა ავად, ეს ისე განვიცადეთ. თავს უფლებას არ მისცემდა ნიკა, მისი ოჯახისთვის ეს პრობლემაც რომ დაემატებინა – თანაცხოვრება გააგრძელა. როცა პრობლემები ჰქონდათ, ყველა გვერდში დავუდექით. ლუკასი ჩვენთან რომ მოვიდა, ცუდი სიტყვა თქვა, არც შენიშვნა მიუღია. ჩემმა მეუღლემ ჰკითხა, „ბაბუ, ვინ გასწავლა ეს სიტყვაო“ და დაასახელა ის ადამიანი, ვინც ასწავლა. არასოდეს მიმიცია შენიშვნა ლუკასისთვის. საყვედური კი არა, შენიშვნაც არ მიუცია. ამ დღეზე იყო გამოწერილი შემაკავებელი ორდერი, თუმცა გაუქმდა მეორე ინსტანციაზე. ამის შემდეგ ლუკას ბასილაშვილთან ჩვენ ურთიერთობა არ გვქონია იმიტომ, რომ ნიკა არ იყო საქართველოში. ბავშვთან ურთიერთობისგან ჩვენ თვითონაც თავს ვიკავებდით.

ბავშვი გამოყენებული იქნა იარაღად. დარწმუნებული ვარ, არ არსებობს, რომ ბავშვს რაიმე უარყოფითი ეთქვა ჩვენს მიმართ. ამბობდა, რომ მისი ბებო ეუბნებოდა, თითქოს კუდი მქონდა, ან სიზმარს ნახულობდა, რომ ვკლავდი მის დედას. ვინ გითხრა-თქო, რომ ვეკითხებოდი, დედამ მითხრაო, მეუბნებოდა. ბავშვის სტუმრობა ჩემთან განხორციელდა 4 თებერვალს. ვიდეო, რომელიც წარმოდგენილია, გადაღებულია 4 თებერვლიდან 4 კვირის შემდეგ, სადაც ბავშვს დედა ათქმევინებს უარყოფითს ჩემზე“, – განაცხადა ნატალი ნაჭყეპიამ სასამართლოზე.

„ქორწილში ნარსია რომ დავინახო, შეიძლება გადავხტე იქიდან და თავი მოვიკლა“ – ნელი დოროყაშვილი

მსგავსი თემები