ზელენსკი რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების პასუხისგებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვს

,,უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიისთვის უნდა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რათა დაისაჯონ ისინიც, ვისზეც, სამწუხაროდ, ხელი არ მიუწვდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და მსოფლიოს ყველა სხვა სასამართლო ინსტიტუტს“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით,  უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს პასუხი უნდა აგებინონ.

„ჩვენ პასუხისგებაში უნდა მივცეთ ისინი, ვისი გადაწყვეტილებითაც დაიწყო ეს ყველაფერი. ისინი, ვინც თავდაპირველი დანაშაული ჩაიდინა. დანაშაული, რომელშიც თავმოყრილია ის ბოროტება, რაც რუსმა ოკუპანტებმა გამოავლინეს. და ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ისეთი ინსტიტუციური საფუძველი, რომ აგრესიის დანაშაულისთვის პასუხი აგებინოს რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები