,,ეს ჩანაწერები იმის დამადასტურებელია, რომ ნელი დოროყაშვილმა სიცრუე ისაუბრა”- ბასილაშვილის დედა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამ წუთებში სასამართლოში ჩვენებას აძლევს ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა ნატალია ნაჭყებია.

ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ სასამართლოზე მისი და ნელი დოროყაშვილის მიმოწერა წარმოადგინა, რაც ნაჭყებიას თქმით ადასტურებს, რომ დოროყაშვილის ცრუობს.

,,ქორწინებამდე ორი წლით ადრე გავიცანი, რამდენადაც ვიცი, ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი. ნელი ჩემთვის როგორც შვილი ისე იყო. პირადი ამონაწერები მაქვს და ადვოკატებისთვის არ მიმიცია, ამის საჭიროება მას შემდეგ გახდა, რაც ნელიმ ჩვენება მისცა და ეს ტელევიზიით გაჟღერდა, ეს ჩანაწერები იმის დამადასტურებელია, რომ სიცრუე ისაუბრა. პირველად ნელიმ თხოვნით მომმართა, რომ მას ნიკას მეჯვარე არ მოსწონდა, ყველა შეხედულების გაზიარება შემიძლია, ამასაც თანადგომით მივუდექი. ეს ბიჭი, ნიკას ბავშვობის მეგობარი იყო, ნელის მასთან არანაირი წინაპირობა არ ჰქონია, ჩანაწერებში ვეუბნები კიდეც, რომ ნიკას მეგობრებში ყველაზე წესიერი იყო”,- განაცხადა ნაჭყებიამ.

ნატალია ნაჭყებიამ სასამართლოზე ნელი დოროყაშვილის მიმოწერა  წაიკითხა, რომელიც ბასილაშვილის მეჯვარეს შეეხება.

,,გუშინ იგივე დეპრესია დამეწყო. გიორგი ნარსიას რომ მიხსენებენ, ასე მემართება და რა ვქნა? ქორწილში ეგ რომ დავინახო, შეიძლება გადავხტე იქიდან და თავი მოვიკლა, ან მთელი ქორწილი მოვკვდე ტირილით. ძალიან არ მინდა ეს ჩვენი მეჯვარე იყოს. გეხვეწებით, რამე მოიფიქრეთ და უთხარით სანამ დროა ამ ოჯახს, თორემ მერე თქვენი სირცხვილი იქნება. ვერ წარმოვიდგენ მაგას ქორწილში, თან მე ძალიან მემჩნევა სახეზე ცუდად რომ ვარ და მთელი ქორწილი მოვკვდები ტირილით. ეგ თუ დარჩა მეჯვარედ. ნიკას ახლა არ ვეუბნები არაფერს, ვუთმენ სანამ ჩამოვა. რომ ჩამოვა დაელაპარაკეთ და ერთი მეჯვარე ჰყავდეს“,- წერს დოროყაშვილი ნაჭყებიას.

ცნობისთვის,  ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის ოთხ და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

მსგავსი თემები