შვედმა დეპუტატმა ირანელი ქალების სოლიდარობის ნიშნად ევროპარლამენტში თმა მოიჭრა

შვედმა დეპუტატმა ევროპარლამენტში, ირანელი ქალების სოლიდარობის ნიშნად, თმა მოიჭრა.

„ვიდრე ირანელი ქალები არ იქნებიან თავისუფალნი, ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებით“, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა სტრასბურგში გამართულ სესიაზე, რომელზეც ირანში არსებული ვითარება განიხილებოდა.

ცნობისთვის, ორ კვირაზე მეტია, რაც ირანში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. დემონსტრაციები 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ახალგაზრდა ქალი მაჰსა ამინი თეირანში ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დააკავეს. ის 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ქალს დაკავებისას სცემეს.

მსგავსი თემები