,,თავს დამნაშავედ არ ვთვლი” – ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა

ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. ცნობილი ჩოგბურთელი პირველად ესწრება სხდომას.

„სანამ პროცესები არ დამთავრდება, მანამდე განცხადებას არ გავაკეთებ. როგორც კი დამთავრდება, ყველაფერზე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს. თავს დამნაშავედ არ ვთვლი”,- განაცხადა ბასილაშვილმა.

შეგახსენებთ, ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს. სასამართლო პროცესები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

 

მსგავსი თემები