„ისინი თავად გაგვემიჯნენ“ – ირაკლი ღარიბაშვილი „ოცნებიდან“ წასულებზე

პრემიერ მინისტრის განცხადებით, „ისინი“ თავად გაემიჯნენ გუნდს და ერთად იმიტომ არ არის რომ მათი პოზიციები განსხვავებულია.

„ჩვენ ასე გვესმის დემოკრატია. ჩვენ ვართ დემოკრატიული საზოგადოება, ჩვენ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ პლურალიზმს, სხვადასხვა იდეების, იდეოლოგიების განვითარებას და საბოლოო ჯამში, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რომელი იდეოლოგიაა მისაღები. ჩვენ გვქონდა გუნდის შიგნით საუბარი ამ საკითხებზე და  მათ ვუთხარით, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით მათ პოზიციებს. ჩვენ ეს ღიად დავაფიქსირეთ. ჩვენ ვუთხარით, რომ მიუღებელი იყო მათი ასეთი ფორმით გამოხატულება ამ პოზიციების“, – აღნიშნა პრემიერმა მედიასთან.

მისი თქმით, „ჩვენ ვართ გამიჯნული, ისინი თავად გაგვემიჯნენ, ამით ყველაფერია ნათქვამი, მათ შორის პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომაც ვართ გამიჯნულები“.

მსგავსი თემები