,,ამ „შევარდნამ” გამოიწვია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება”- სააკაშვილის ადვოკატი

,,ამ ,,შევარდნამ” გამოიწვია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება,” ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

შოთა თუთბერიძის თქმით, პროკურატურა და სასამართლო შეუვარდნენ მესამე პრეზიდენტს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არის მწოლიარე მდგომარეობაში.

„ამ დროს ძალიან მაღალია რისკი, რომ ჯანმრთელობის მოულოდნელი გართულება მოხდეს და დადგეს ფატალური შედეგი. რაც პროკურორმა განაცხადა არის ტყუილი, ეს რომ ტყუილი არ ყოფილიყო, სასამართლო სააკაშვილის გარეშე ჩატარდებოდა. თუ პროცესის მონაწილე უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, ეს სასამართლოს შეფერხებას არ იწვევს. რეალურად, პროკურატურა და სასამართლო შეუვარდნენ მესამე პრეზიდენტს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არის მწოლიარე მდგომარეობაში”, – აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, საზღვრის კვეთის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კლინიკა “ვივა მედში” გადაიდო.

მსგავსი თემები