ბოლო ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსის 35 719 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ბოლო ერთ თვეში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მონაცემებს აქვეყნებს.

ერთი თვის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 35 719 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 43 189 პაციენტი, გარდაიცვალა 20 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 9.30%-ია, ბოლო 14 დღის – 10.64%.

მსგავსი თემები