ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ „ბირთვული მატარებლის“ გაგზავნის ბრძანება გასცა – მედია

გამოცემა „თაიმსის” ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ „ბირთვული მატარებლის“ გაგზავნის ბრძანება გასცა.

მედია წერს, რომ კრემლი აფიქსირებს მზადყოფნას მნიშვნელოვანი ესკალაციისთვის, რადგან რუსეთი კარგავს ადგილს ბრძოლის ველზე.

„კრემლი აფიქსირებს მზადყოფნას მნიშვნელოვანი ესკალაციისთვის, რადგან რუსეთი კარგავს პოზიციებს ბრძოლის ველზე. პუტინის ადრინდელი მინიშნებების შესახებ შიშები, რომ მან შესაძლოა, მიმართოს ასეთ ტაქტიკას, გუშინ გამძაფრდა იმის მტკიცებით, რომ საიდუმლო ბირთვული სამმართველოს მიერ მართული მატარებელი უკრაინისკენ გაუშვეს“, – წერს „თაიმსი.“

მედიის ცნობით, მატარებელი, რომელიც შენიშნეს ცენტრალურ რუსეთში, დაკავშირებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარ დირექტორატთან და ის არის „პასუხისმგებელი ბირთვულ საბრძოლო მასალაზე, მათ შენახვაზე, მოვლა-პატრონობაზე, ტრანსპორტირებასა და დანაყოფებისთვის გაცემაზე.“

მსგავსი თემები