,,სპეცოპერაციაში” ვმონაწილეობთ, მაგრამ სამხედროებს არ ვაგზავნით”- ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბელარუსი მონაწილეობს რუსეთის ფედერაციის “სპეცოპერაციაში” უკრაინაში, მაგრამ არ აგზავნის საკუთარ ჯარს, ქვეყანაზე თავდასხმის აღკვეთის მოტივით.

მისი თქმით, ბელარუსის ამოცანაა პირველ რიგში, თავიდან აიცილოს ამ კონფლიქტის გავრცელება ბელარუსის ტერიტორიაზე.

,,რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში, ჩვენ იქ ვმონაწილეობთ. ჩვენ ამას არ ვმალავთ, მაგრამ არავის ვკლავთ. ჩვენ სამხედროებს არსად არ ვაგზავნით. ჩვენ არ ვარღვევთ ჩვენს ვალდებულებებს”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მსგავსი თემები