,,რუსეთიდან მომავალი ადამიანების ნაკადისთვის საქართველო არის გამტარი, ისინი ვერც ერთ სფეროზე გავლენას ვერ მოახდენენ”- შოთა ბურჯანაძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთიდან მომავალი ადამიანების ნაკადისთვის საქართველო არის გამტარი. ბურჯანაძის თქმით, მათი დიდი ნაწილი ნის განმავლობაში არ დარჩება საქართველოში და გავლენას ვერ მოახდენენ ვერც ერთ სფეროზე.

,,რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ მოქალაქეების პირველი ნაკადი მიიღო, საუბარია 20-50 ათასამდე ადამიანზე, ესენი არიან რუსეთის უკრაინის და ბელარუსის მოქალაქეები. მათ დიდი გავლენა იქონიეს არა მარტო სტუმარ-მასპინძლობის სფეროზე, არამედ ზოგადად ეკონომიკის განვითარებაზე. ეს ადამიანები დისტანციურად გამოიმუშავებენ თანხას და ხარჯავენ საქართველოში. რაც შეეხება მეორე ნაკადს, ჩემი აზრით, ამ ადამიანების დიდი ნაწილი არის გამტარი. ეს ხალხი დიდი ხნის განმავლობაში არ დარჩება საქართველოში და გავლენას ვერ მოახდენენ ვერც ერთ სფეროზე, გარდა მაღაზიებისა. მათი უმრავლესობა სასტუმროებით თუ რესტორნებით არ სარგებლობენ და შეიძლება ითქვას, რომ დროებით არიან საქართველოში, რადგან მათ არ აქვთ სახსრები თავი ირჩინონ. შესაბამისად, საქართველო არ არის ისეთი ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს ”ლტოლვილებს”. ისინი თურქეთში, სომხეთში ან დასავლეთ ევროპაში გადავლენ. ამ ადამიანების უმრავლესობა საქართველოში არ დარჩება და გავლენაც ვერ ექნებათ,”- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ ,,მედიაცენტრ მთავარში”.

“რუსეთიდან შემოსული ნაკადი საქართველოში არ დარჩება” – შოთა ბურჯანაძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები