უკრაინა ოფიციალურად უარს ამბობს პუტინთან მოლაპარაკებებზე

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 30 სექტემბრის  გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, უკრაინა ოფიციალურად ამბობს უარს პუტინთან მოლაპარაკებებზე.

შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. პრეზიდენტის ბრძანებულებები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, უკრაინის ნატოში დაჩქარებული წესით მიღების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები