,,ხალხის ძალის“ წევრები იზიარებენ პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს”- კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე მოძრაობა „ხალხის ძალის“ გაფართოებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ  მოძრაობის წევრები იზიარებენ პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს. მისივე თქმით,”ოცნებიდან” წასულ დეპუტატებს საკუთარი ხედვა აქვთ.

„მათი გადაწყვეტილება არის ეს ნაბიჯი. თუმცა, რაც შეეხება უმრავლესობას, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ ვერ ექნება უმრავლესობა, მაგრამ მე როგორც მოვისმინე, ისინი იზიარებენ იმ პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს. მთელ რიგ საკითხებში პარლამენტში გადაწყვეტილების მიღების დროს „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა ექნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ადამიანებს საკუთარი ხედვა აქვთ, ეს მათი გადასაწყვეტია“,- აღნიშნავს კალაძე.

ცნობისთვის, მოძრაობა „ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ კიდევ ხუთი დეპუტატი, ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდა.

მსგავსი თემები