,,პატივს ვცემთ ყველა პარტნიორს, მაგრამ ვიღებთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს”- ირაკლი კობახიძე

,,ჩვენ პატივს ვცემთ ყველა პარტნიორს, მაგრამ ვიღებთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, , 2012 წლის შემდეგ, ფუნდამენტური გარდატეხა მოხდა ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების მიმართულებით.

,,ხაზს გავუსვამ ერთ მნიშვნელოვან მიღწევას, ჩვენ გვქონდა მშვიდობის ათი წელიწადი და ჩვენ გვქონდა სუვერენიტეტის ათი წელიწადი. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა პარტნიორს, მაგრამ ვიღებთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. რა თქმა უნდა, სწორედ ასე გაგრძელდება ჩვენი პოლიტიკის წარმოება. კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმ გარდატეხაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მივიღეთ ათი წლის წინ ჩვენს ქვეყანაში და მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც დაამტკიცა სწორედ 2012 წლის პირველ ოქტომბერს, რომ აქვს ამბიცია, იყოს ევროპული ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი. მადლობა ხალხს სიბრძნისთვის, რომელიც გამოავლინა გასული ათი წლის განმავლობაში,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები