,,თბილისში მრავალი საუკუნეა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის, თუ ეროვნების წარმომადგენლები ყოველთვის სიყვარულით  თანაცხოვრობენ”- ღარიბაშვილი

,,თბილისი არის გამორჩეული თავისი ისტორიით, კულტურით მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური საზოგადოებით. თბილისი მართლაც ქმნის ტოლერანტობის უნიკალურ მაგალითს. ჩვენთან, ამ ქალაქში მრავალი საუკუნეა სხვადასხვა რელიგიის, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის, თუ ეროვნების წარმომადგენლები ყოველთვის სიყვარულით  თანაცხოვრობენ და ეს შექმნა ამ საოცარმა ქალაქმა,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 მთავრობის მეთაურმა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა და საპატიო მოქალაქეებს მიესალმა.

 „საღამო მშვიდობის, ძვირფასო მეგობრებო, პატივცემულო საზოგადოებავ, დიდი პატივია დღეს ჩემთვის თქვენთან ერთად თბილისობის აღნიშვნა.

მინდა, რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ და გითხრათ, თუ რაოდენ საამაყოა და ბედნიერებაა, რომ ვართ ჩვენ ერთ-ერთი გამორჩეული,  უნიკალური ისტორიის მქონე ქვეყანა და სწორედ დედაქალაქი თბილისი არის გამორჩეული თავისი ისტორიით, კულტურით მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური საზოგადოებით. თბილისი მართლაც ქმნის ტოლერანტობის უნიკალურ მაგალითს. ჩვენთან, ამ ქალაქში მრავალი საუკუნეა სხვადასხვა რელიგიის, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის, თუ ეროვნების წარმომადგენლები ყოველთვის სიყვარულით  თანაცხოვრობენ და ეს შექმნა ამ საოცარმა ქალაქმა. მე მინდა, ამ სცენიდან თქვენთან ერთად მადლობა გადაუხადო თქვენთან ერთად ჩემს მეგობარს, თბილისის მერს კახა კალაძეს, კახამ ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქალაქისთვის, ბევრს აკეთებს და ჩვენ გვჯერა, რომ კიდევ უფრო მეტს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, დავესწრო ამ ცერემონიას. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემი პირადად და მთავრობის სახელით ჩვენს პატივისცემას, მივესალმები კიდევ ერთხელ საპატიო მოქალაქეებს, საპატიო თბილისელებს, მინდა დაგიდასტუროთ ჩვენი პატივისცემა, ჩვენი სიყვარული,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

 

მსგავსი თემები