ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩის შემდეგ მომხდარი ჭყლეტისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩის შემდგომ მომხდარი ჭყლეტისას გარდაცვლილთა რიცხვი  182-მდე გაიზარდა.

პოლიციის ინფორმაციით, უშუალოდ მინდორზე დაიღუპა 34 ადამიანი, დანარჩენები კი იმ დროს, როცა შინ ან საავადმყოფოში მიემართებოდნენ. დაღუპულთა შორის ორი პოლიციელი და ერთი ხუთი წლის ბავშვია.

მატჩის შემდეგ Arema FC-ისა და მისი მეტოქის Persebaya Surabaya-ს მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. წაგებული გუნდის მხარდამჭერები მოედანზე „შეიჭრნენ“ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ადამიანები სტადიონის გასასვლელისკენ მასობრივად დაიძრნენ, რამაც  ჭყლეტა გამოიწვია.

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) მოითხოვა ტრაგედიის ანგარიში, ორგანიზაციის პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო კი განცხადებით გამოვიდა: „საფეხბურთო სამყარო დღეს შოკის მდგომარეობაშია. ეს შავი დღეა მთელი ფებურთისთვის. ეს ტრაგედია ცნობიერების ყოველგვარი აღქმის ზღვარს ცდება. უდიდეს მწუხარებას გამოვხატავ დაღუპულთა ოჯახების მიმართ“.

მსგავსი თემები