,,ლიმანი ბოლომდე გაწმენდილია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,12 საათისა და 30 წუთის მონაცემებით, ლიმანი ბოლომდე გაწმენდილია. მადლობა ჩვენს სამხედროებს, მადლობა ჩვენს მებრძოლებს”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საკუთარ „ტელეგრამ“ არხზე გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასში მომდევნო კვირებში სხვა დასახლებული პუნქტებიც გათავისუფლდება.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინული ქალაქი ლიმანი მაისში დაიპყრეს და ო ლოჯისტიკურ და სატრანსპორტო ჰაბად გამოიყენეს დონეცკის რეგიონის ჩრდილოეთში ოპერაციებისთვის.

მსგავსი თემები