შსს-მ ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველ გზავნილებზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ერთ-ერთი მედიასაშუალების საინფორმაციო გადაცემაში გასული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც საუბარი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველი შინაარსის გზავნილებს ეხებოდა, გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, წარსულში ნასამართლევი პირის – ნ.ნ.-ის მიერ განხორციელებული, სავარაუდოდ,
მუქარის შემცველი განცხადებების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს.

საუბარია ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გასულ აუდიოჩანაწერებზე, რომელშიც საერთაშორისოდ ძებნილი ნოდარ ნიშნიანიძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს სიცოცხლის მოსპობით და ცემით ემუქრება.

მსგავსი თემები