ცნობილი რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა, ოჯახთან ერთად რუსეთს ტოვებს და ქვეყნიდან მიდის. აღნიშნული გადაწყვეტილება მან პუტინის „რეპრესიების“ გამო მიიღო. პუგაჩოვას ვილა სოფელ გრიაზში, მოსკოვთან ახლოს, უკვე იყიდება. მომღერლის ოჯახი კი საცხოვრებლად ისრაელში გადადის.
ფეშენებელური სასახლის ღირებულება 1 მილიარდი რუბლია.
შეგახსენებთ, რომ, პუტინის რეჟიმმა ალა პუგაჩოვას მეუღლე მაქსიმ გალკინი ,უცხო ქვეყნის აგენტების სიაში შეიყვანა. მას უკრაინიდან დაფინანსებას ედავებიან.