გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ჩავიდა და სამხედრო დახმარებასაც დახმარების პირობაც დადო

უკრაინა რამდენიმე დღეში, გერმანიისგან სამხედრო დახმარებას მიიღებს. აღნიშნული  განცხადება ომში მყოფ უკრაინაში ყოფნისას გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინ ლამბრეხტი ქალაქ-ნავსადგურ ოდესაში ჩავიდა, სადაც მას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი დახვდა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა დაპირებულ პირველ IRIS-T საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს მიიღებს.

მისივე შეფასებით, Gepard საზენიტო-სარაკეტო  დანადგარები, რომლებიც უკვე გადაეცა უკრაინას, ოდესას დაეხმარება რუსეთის სარაკეტო დარტყმებისგან დაცვაში.

თავის მხრივ, აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით, ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრიც ავრცელებს.

„მინისტრმა კარგი ამბები და უკრაინის არმიის გასაძლიერებლად მეტი ინსტრუმენტი ჩამოიტანა.  გვქონდა დისკუსია მიმდინარე გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების ვითარებაზე. მინისტრი მოხარული იყო გასაუბრებოდა ჩვენს ჯარისკაცებს და ენახა Gepard სისტემა საბრძოლო მორიგეობაზე”, – წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი სოციალურ ქსელში.

 

მსგავსი თემები