„რუსეთი უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ანექსიას ერთდროულად ახორციელებს“ – ჯემალ გამახარია

„რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, იგივეა, რაც საქართველოს ტერიტორიებს ანექსია. რუსეთი უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ანექსიას ერთდროულად ახორციელებს“ – აცხადებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავართან.“

გამახარია აფხაზეთისა და უკრაინის ანალოგზე საუბრობს და ამბობს, რომ ანექსია რეალურია.

„დოკუმენტში  შავით თეთრზე წერია, რომ ერთ მხარეზე თავდასხმა ნიშნავს მეორე მხარეზე თავდასხმას ანუ, თუ აფხაზეთს დაესხა თავს ვინმე, ეს იგივე რუსეთზე თავდასხმაა და რუსეთი ერთვება მოქმედებებში და პირიქით. პუტინის მიერ  უკრაინული ოთხი ოლქის რუსეთთან მიერთებით, პუტინი იტყვის, რომ უკრაინელები ბომბავენ რუსულ ხერსონს, რუსულ დონეცკის და ასე შემდეგ და იმ წუთიდან აფხაზი ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს ამ ომში და თავის სტრატეგიულ მოკავშირეს ამოუდგეს მხარში. დიახ, ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის მოსახლეობას მობილიზაცია და უკრაინის ომში გაგზავნა ეხება, ამაზე მუშაობა დაწყებულია. რუსეთი ერთდროულად ახორციელებს როგორც უკრაინის ტერიტორიების ანექსიას, ისე საქართველოს ტერიტორიების ანექსიას“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამმედიაცენტრ მთავართან.“

მსგავსი თემები