“არ გენდობი შენ, ნელიკო… ძალიან ცუდად დაამთავრებ დედას გეფიცები…” – ნიკოლოზ ბასილაშვილის ჩანაწერი

ცნობილი ჩოგანის – ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის სასამართლო პროცესი ამ დრომდე გრძელდება. დოროყაშვილი პროცესზე ისევ და ისევ მეუღლის მხრიდან განხორციელებულ ძალადობის და შეურაცხყოფის ფაქტებზე საუბრობს. ბასილაშვილი კი აცხადებს, რომ ის არასამთავრობოების ტექსტითა და მითითებით მოქმედებს.

„წლების განმავლობაში დარიგებული იყო არასამთავრობიებისგან რა სიტყვა ეთქვა ვიდეოში, რომ ეფექტური ყოფილიყო. ვიდეოს მომიშვერდა რატომ მცემო, ეს იყო დაგეგმილი წლების განმავლობაში, რომ ეფექტური ყოფილიყო”, – განაცხადა ბასილაშვილმა პროცესზე.

სხდომაზე დიროყასვილმა ის ფარული ჩანაწერებიც აჩვენა, რომელიც მან ყოფილ მეუღლეს გადაუღო.

სასამართლო პროცესზე გამოიკვლიეს დოროყაშვილის მიერ ტელეფონით განხორციელებული ჩანაწერი. ერთ-ერთი ჩანაწერი გაკეთებულია ავტომანქანაში, სადაც ბასილაშვილი და დოროყაშვილი იმყოფებიან. ჩაწერილია მათი დიალოგი.

„მე არ მჯერა შენი, შენ ყველანაირ საზღვრებს გაცდი. მე ურთიერთობა დავასრულე. შენ ხარ უსაქმური ადამიანი”, – მიმართავს ბასილაშვილი დოროყაშვილს.

„ვერ იხსენებ რატომ არ გჯერა ჩემი, ამის ფაქტი არ გაქვს” – პასუხობს დოროყაშვილი.

“მე არ მინდა შენთან ერთად კონტრაქტის ქვეშ ყოფნა, არ გენდობი. მე არ გენდობი შენ, ნელიკო. ძალიან ცუდად დაამთავრებ დედას გეფიცები… შენ მატყუარა გოგო ხარ, სახლში ავუვარდი დედაშენს და ვაგინე?” – ისევ ბასილაშვილი.

ჩანაწერში ბასილაშვილი იმასაც ამბობს, რომ სასამართლოს მიმართავს და ვალდებულებებისგან გათავისუფლდებოდნენ.

“შენ ქონება გაღელვებს მხოლოდ…. რატომ დაასკვენი, რომ აუცილებლად რაღაც უნდა წაგართვა…. მართლა გგონია, რომ მამაჩემი გართმევს ქონებას?”- მიმართავს დოროყაშვილი ბასილაშვილს.

„არ მჯერა არც შენი და არც შენი მშობლების”, – პასუხობს ბასილაშვილი.

 

მსგავსი თემები