მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, აგრეთვე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროექტებსა და პროგრამებზე.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ისაუბრეს  ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობაზეც.

კერძოდ, რომ რეგიონში და მსოფლიოში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს და არსებული პოზიტიური ტენდენციის შესანარჩუნებლად მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

 

მსგავსი თემები