რუსეთმა რუსეთის ანექსიასთან დაკავშირებულ რეზოლუციას ვეტო დაადო  

გაერო-ს უშიშროების საბჭოში, რუსეთმა ვეტო დაადო შეერთებული შტატებისა და ალბანეთის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას, რომელიც კრემლის მიერ უკრაინის ტერიტორიების  ანექსიას ეხება. რამდენიმე ქვეყანამ კი თავი შეიკავა.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ნეიტრალური პოზიცია დააფიქსირა ჩინეთმა, გაბონმა, ინდოეთმა და ბრაზილიამ და მათ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს.

როგორც გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა აღნიშნა, რუსეთის სასარგებლოდ ხმა არც ერთ ქვეყანას მიუცია.

ამავდროულად, შტატები გაერო-ს გენერალური ასამბლეის 193 წევრს მიმართავს, დაგმოს რუსეთის ქმედებები უკრაინასთან მიმართებით.

.

მსგავსი თემები