აშშ-მ არ დააყოვნა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი აამოქმედა

რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შემდეგ, აშშ-მ მორიგი გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა/

როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას, სანქციების სამიზნე რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი გახდა. კერძოდ, ორი საერთაშორისო მიმწოდებელი კომპანია, რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების სამი ლიდერი, მათ შორის, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა.

სანქცირებულთა სიაში ირიცხებიან რუსი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები, მათ შორის სერგეი შოიგუს, დმიტრი მედვედევის, მიხაილ მიშუსტინის, ვალენტინა მატვიენკოს და ასევე, რუსეთის დუმის 278-ვე დეპუტატი.

„არ გავდგებით გვერდით, სანამ პუტინი თაღლითურად ცდილობს უკრაინის ნაწილების ანექსიას. სახაზინო დეპარტამენტი და აშშ-ის მთავრობა მიმართავენ მტკიცე ზომებს, რათა კიდევ უფრო შეასუსტონ რუსეთის ისედაც დეგრადირებული სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი და ძირი გამოუთხარონ მის შესაძლებლობას, აწარმოოს თავისი უკანონო ომი“, – აღნიშნა შტატების სახაზინო მდივანმა ჯანეტ იელენმა.

მსგავსი თემები