,,ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ  ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებების“ ხელმოწერას ეხმიანება.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

,,ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, იმისათვის, რომ გაამყარო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერ ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს. ჩვენ უარვყოფთ საერთაშორისო სამართლის ასეთ უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს სრულ მხარდაჭერას!

ვგმობ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის გამოცხადების გეგმებს, როგორც ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის მორიგ უხეშ დარღვევას”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

პუტინმა და უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ლიდერებმა „შეთანხმებებს“ ხელი მოაწერეს – (mcm.ge)

მსგავსი თემები