პუტინმა და უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ლიდერებმა „შეთანხმებებს“ ხელი მოაწერეს

ვლადიმერ პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებებს“ ხელი მოაწერეს.

”შეთანხმებას”  ხელი დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ე.წ. ლიდერებმა, პუტინის სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ მოაწერეს.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის უკიპირებულ რეგიონებში ე.წ. “რეფერენდუმები” ჩაატარა, კრემლი ამტკიცებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ რუსეთთან გაერთიანებას  “მისცა ხმა”.

მსგავსი თემები