,,მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ყველა საბრძოლო მოქმედება”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და ომი “რომელიც მათ დაიწყეს 2014 წელს”. ამის შესახებ პუტინმა კრემლში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გამოაცხადა.

,,მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ყველა საბრძოლო მოქმედება, ის ომი, რომელიც მან ჯერ კიდევ 2014 წელს გააჩაღა და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ეს არაერთხელ ითქვა, თუმცა დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიეში, ხერსონში ხალხის არჩევანს არ განვიხილავთ. ეს არჩევანი გაკეთდა და რუსეთი მას არ უღალატებს,”- განაცხადა პუტინმა.

,,ყველამ დაიმახსოვროს – ლუგანსკში, დონეცკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრები ადამიანები ხდებიან ჩვენი მოქალაქეები სამუდამოდ”- პუტინი – (mcm.ge)

მსგავსი თემები