,,სიმართლე ისაა, რომ რუსეთი აგებს უკრაინაში ომს”- დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინსიტრი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინსიტრის, ბენ უოლესის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას.

,,სიმართლე ისაა, რომ რუსეთი აგებს უკრაინაში და მისი არაკომპეტენტური გენერლები ათასობით ადამიანს აგზავნიან სასიკვდილოდ, რათა დააკმაყოფილონ პრეზიდენტი პუტინის იმპერიალისტური ფანტაზიები”,- წერს ბენ უოლესი.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინსიტრი,  საიდუმლო ვიზიტით კიევში იმყოფებოდა.

მსგავსი თემები