,,ორღობის ჭორაობა და მეტი არაფერი”- ღუდუშაური ნინო ლომჯარიას ანგარიშზე

,,ეს არის უბრალოდ მოსაზრებები, ორღობის ჭორაობა და მეტი არაფერი,”- ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ალუდა ღუდუშაურმა  სახალხო დამცველის ანგარიშს. მისი თქმით, საქართველოს კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებელი სახალხო დამცველი ჰყავს.

„სამწუხაროა, რომ მოქმედი სახალხო დამცველი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მოგვევლინა „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი წარმომადგენლების დამცველად. მას ვეღარ ვუწოდებთ სახალხო დამცველს ანუ ყველას დამცველს. მან ვერ მოიცალა რიგითი ადამიანების უფლებების გადახედვისთვის და დაკავებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გატარებით, ვერ შეძლო მიუკერძოებლობის ტესტის ჩაბარება. ანგარიში, რომელიც წარმოადგინა, დაცლილია კვალიფიკაციის კუთხით და სავსეა პოლიტიკური ხაზით,“ – განაცხადა ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები