იტალია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთი დატოვონ

იტალიის საელჩო რუსეთში მცხოვრებ იტალიელებს  მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ რუსეთის ტერიტორია. განცხადებაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს, საუბარია, რომ შექმნილი დაძაბული მდგომარეობისა და გართულებული ავია და საგზაო მიმოსვლის გამო, იტალიის მოქალაქეები რუსეთიდან უნდა გავიდნენ.

საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ავიაბილეთები კატასტროფულად ძვირდება. აქედან გამომდინარე, ურჩევს, დროულად მოახერხონ ბილეთის შეძენა.

 

მსგავსი თემები