პოლონეთი არ გამორიცხავს, ნატომ უკრაინაში ჯარი შეიყვანოს

რუსეთის მხრიდან, კერძოდ კი ყოფილი პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევისგან არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თუ საჭირო გახდება და რუსეთს საფრთხე დაემუქრება, ატომურ იარაღსაც გამოიყენებენ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კი აცხადებს, რომ თუ რუსეთი ატომურ იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს, შესაძლოა, ნატომ  უკრაინაში ჯარი შეიყვანოს.

„რუსეთისგან მოსალოდნელი ატომური შეტევის შემთხვევაში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პასუხი იქნება უკრაინაში ჯარების შეყვანა“ – აცხადებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ.

 

მსგავსი თემები