ბატალიონ „პიატნაშკის“ მეთაური აფხაზეთში ჩავიდა

ახრა ავიძბა აფხაზეთში იმყოფება. ბატალიონ „პიატნაშკის“ მეთაური რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას დაუბრუნდა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, როგორც ავიძბამ განაცხადა, მისი აფხაზეთში ყოფნა აფხაზეთის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას უკავშირდება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხვალ, 30 სექტემბერსა აღინიშნება.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთში ბატალიონის სხვა მებრძოლებიც იმყოფებიან.

მსგავსი თემები