საქართველოს საზღვარზე გადმოსვლას 4,8 ათასამდე მანქანა ელოდება

რუსული სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, რუსეთიდან გამოქცეულ მოქალაქეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ტასის“ ინფორმაციით, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან სიტუაციის დარეგულირება  მოხდა და ფეხით საზღვრის გადაკვეთის მსურველების რიგი არ არის. ასევე საუბარია, რომ მანქანები ერთ რიგში დგანან და ერთმანეთს მიყვებიან. რიგის სიგრძე კი დაახლოებით 2 კილომეტრია.

აქვე საუბარია იმაზე, რომ  რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთას 4,8 ათასამდე ავტომობილი ელოდება.

 

მსგავსი თემები