ევროკავშირმა უკრაინას დამატებით 500 მილიონი ევრო გადასცა

უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 500 მილიონი ევრო მიიღო. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თანხა განათლების სფეროს, სოფლის მეურნეობასა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება.

,,ევროკავშირის საგრანტო დაფინანსება ხელს შეუწყობს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ზეწოლის გაზრდის გარეშე“, – განაცხადა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა.

ცნობისთგვის, აგვისტოში ევროკავშირმა უკრაინას ომისგან გამოწვეული ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად 9 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო.

მსგავსი თემები