,,თუ აფხაზეთს აღიარებ და შენი ტერიტორიიდან უკრაინაში შეჭრის ახალი მცდელობა განხორციელდება – უნდა გესმოდეს, რომ ეს დასასრულია”- სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ბელარუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს  ეხმიანება და ალექსანდრე ლუკაშენკოს მიმართავს.

,,ჩემი მიმართვა ლუკაშენკოს

ახლა კიდევ გაქვთ შანსი გამოხვიდეთ სიტუაციიდან. თუ აფხაზეთს აღიარებ და მით უმეტეს, თუ შენი ტერიტორიიდან უკრაინაში ახალი შეჭრის მცდელობა იქნება – მაშინ შენ, როგორც ჭკვიანმა კაცმა უნდა გაიგო, რომ ეს დასასრულია! ნიკოლაშკას სურათები ვნახე უბრალოდ სიმპათიურია. იფიქრე იმაზე, რომ მას ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება!,”- წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

მსგავსი თემები