რუსეთმა დნიპრო დაბომბა – დაიღუპა ორი ბავშვი

ქალაქ დნიპროზე რუსეთის მიერ, ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა.

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, სარაკეტო იერიშს 2 ბავშვი –  8 წლის ბიჭი, 9 წლის გოგონა და ორი ზრდასრული მოქალაქე ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის 12 წლის მოზარდი. სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაზიანდა 60-ზე მეტი კერძო სახლი, რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა და ელექტროგადამცემი ხაზები.

მსგავსი თემები